DROPLINES არის საინჟინრო საპროექტო კომპანია, რომელიც სპეციალიზირდება შენობებისა და ინფრასტრუქტურული ობიექტების საინჟინრო სისტემების პროექტირებაში. კომპანია უზრუნველყოფს სრულ საპროექტო მომსახურებას — კონცეფციის შემუშავებიდან სამუშაო დოკუმენტაციის მომზადებამდე. თითოეული პროექტი მუშავდება ინდივიდუალური მიდგომით, ობიექტის ფუნქციური დანიშნულების, არქიტექტურული კონცეფციის, ადგილმდებარეობის, კლიმატური პირობებისა და ექსპლუატაციის მოთხოვნების გათვალისწინებით.
ჩვენი მიზანია ეფექტური, საიმედო და მდგრადი საინჟინრო გადაწყვეტილებების შექმნა,
რომლებიც უზრუნველყოფს უსაფრთხო, კომფორტულ და ენერგოეფექტურ გარემოს
ვაფასებთ ობიექტის დანიშნულებას,
არქიტექტურულ კონცეფციას, მდებარეობასა
და ტექნიკურ მოთხოვნებს
ვქმნით ობიექტზე მორგებულ საინჟინრო
კონცეფციასა და შესაბამისი სისტემების
საპროექტო გადაწყვეტილებებს
ვაკოორდინირებთ ყველა საინჟინრო სისტემას
არქიტექტურულ და კონსტრუქციულ
გადაწყვეტილებებთან
ვამზადებთ დეტალურ, კოორდინირებულ
საპროექტო ნახაზებსა და სრულ
სამუშაო დოკუმენტაციას